ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სამინისტრო იუწყება.

"საქართველოს პრემიერმინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის #53 ბრძანებით, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა", - წერია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები