ეს არის ის ქუთაისი, რომელსაც იცნობენ. იუმორიც კი ღირსეული გვაქვს და სასაცილო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იუმორი სწორედ ამ ქუთაისელი ადამიანების მიერ არის შექმნილი. ეს არის ის ქუთაისი, რომელიც ჩვენ უნდა დავინახოთ – განახლებული, ისეთივე განახლებული, როგორი განახლებულიც რეგიონების ფარგლებში პრემიერმინისტრის ინიციატივით ჩვენ ფალიაშვილის ქუჩა და ჩვენი საყვარელი ბაღი გვექნება, მეგობრებო, ძალიან ლამაზი გამოდის. პირველი კორპუსის ფასადიც კი მოწიწებით შევეცადეთ ინტერაქტიული ყოფილიყო, როგორებიც ვართ ჩვენ, ქუთაისელები, სიტყვებით რომ ვუქიცინებთ ერთმანეთს, ამნაირი არის ფასადი, ვიღაცას უნდა და ჩამოაფარებს მზეს, ვიღაცას უნდა გაწევს და ყოველდღე სხვადასხვა ფასადი გაქვს. ხედავთ, რა სიღრმეებში ჩავდივართ, როდესაც ქუთაისზე ვლაპარაკობთ?!
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქარსელაძე: როგორებიც ქუთაისელები ვართ, რომ ვუქიცინებთ ერთმანეთს, ფასადიც ამნაირი გავაკეთეთ
tbl.ge/5odu
დაკოპირდა
ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქუთაისის ქართული ოცნების მერობის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.
ინფრასტრუქტურის მინისტრიქართული ოცნებაქართული ოცნება 2021ქუთაისიარჩევნები 2021ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ამავე თემაზე
- გზების დეპარტამენტი: ტენდერის დროს, კომპანიასთან კონტრაქტზე უარის საფუძველი არ არსებობდა
- სამინისტროს ტენდერი მოიგო კომპანიამ, რომელსაც წერეთელზე ხელშეკრულება შეუწყვიტეს
- ზურაბ ალავიძე გადადგა, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება
- ინფრასტრუქტურის სამინისტროში ზურაბ ალავიძის გადადგომას არ ადასტურებენ
- ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა