უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

შავგულიძე: მხარს ვუჭერ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას

ტაბულა

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მიესალმება. შავგულიძე თვლის, რომ გვენეტაძე სასამართლოს კარგი ხელმძღვანელი იქნება.

"ადრეც აღვნიშნე, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ქალბატონი ნინო გვენეტაძის წარდგენა, მე სრულიად მშვიდად ვიქნები, ვინაიდან მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს კარგი ხელმძღვანელი იქნება. ეს ჩემი პირადი აზრია. მივესალმები მის წარდგენას და მიმაჩნია, რომ ეს არის სრულიად დამსახურებული და სწორი არჩევანი პრეზიდენტის მხრიდან. ხოლო რაც შეეხება ჩვენი ფრაქციის პოზიციას, საჭიროა, რომ მაინც შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით. მე მხარს ვუჭერ მის კანდიდატურას და მივესალმები მის წარდგენას", - თქვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარები