უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

რატიანი: გვენეტაძე შევარდნაძის დროინდელი კადრია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძეს მხარს არ დაუჭერს. სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა გვენეტაძის წარდგენით, სამი კრიტერიუმი დაარღვია. 

"ამ კანდიდატურის წარდგენით მარგველაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული 3 კრიტერიუმი: არ უნდა ყოფილიყო არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული, უნდა ჰქონოდა უზადო რეპუტაცია და უნდა ჰქონოდა კომპეტენცია, რომელიც დასტურდებოდა საერთაშორისო ინსტიტუტებით. არცერთ კრიტერიუმს არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურა, არ აკმაყოფილებს, რადგან ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როცა სასამართლოში იყო ქრთამი, მეორე ის არის აფილირებული რესპუბლიკურ პარტიასთან და კენჭსაც იყრიდა არჩევნებში და მისი კომპენტენციაც არ არის დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ კანდიდატურას", - თქვა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს დასამტკიცებლად ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

კომენტარები