უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ენმ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვაში აღარ ჩაერთვება

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვაში ნაციონალური მოძრაობა აღარ ჩაერთვება. პარტიის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, პრეზიდენტი ჩართულია პოლიტიკურ თამაშებში.

"პრეზიდენტი ჩართულია პოლიტიკურ თამაშებში, რომელსაც ხელს უწყობს უმრავლესობა. როდესაც მათ უნდა დანიშნონ და ჰყავდეთ დანიშნული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ამ ფონზე ჩვენ ნამდვილად არანაირ თამაშში არ მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა რატიანმა.

სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებს პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობასთან სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამართავს.

კომენტარები