უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის საკითხზე NGO-ებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ავლაბრის რეზიდენციაში, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა. მათ იმ კრეტერიუმებზე იმსჯელეს, რასაც უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, მათ შეხვედრაზე პრეზიდენტს ახალი შეხვედრების ფორმატი - საკონსტიტუციო საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევას.

პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ამავე თემის განხილვის მიზნით კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან.

უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ვადა თებერვალში ეწურება. რამდენიმე დღის წინ მარგველაშვილმა გამოთქვა მზაობა, კანდიდატის დასახელებამდე გაიაროს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ უწყებასთან თუ ჯგუფთან. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეხვდება პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს.

კომენტარები