პოლიტიკური დევნა საქართველოში

ხუხაშვილი: ოპოზიციამ ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად მოუგო

მე პირადად არ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი შინაარსობრივად პოლიტიკური დევნაა, თუმცა, თამაშის წესები არის ასეთი - პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც არის სამართლებრივი დევნის ობიექტი, ბუნებრივია, ცდილობს, რომ პოლიტიზირება მოახდინოს ამ თემის. ხელისუფლების მთავარი ამოცანა იყო პოლიტიკის და სამართლის ერთმანეთისაგან გაყოფა, ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა. მოდით, ასე ვთქვათ, ოპოზიციამ ეს პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად მოუგო და ეს დასკვნაც ამის საფუძველია. ხელისუფლებამ ახლა უნდა იფიქროს იმაზე, როგორ გაყოს სამართალი და პოლიტიკა ერთმანეთისგან და როგორ აუხსნას ეს საერთაშორისო თანამეგობრობას.



პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა. ხუხაშვილი პასუხობს კითხვას - ფაქტია, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკავება/ბრალის წარდგენა საერთაშორისო თანამეგობრობაში ფასდება პოლიტიკურ დევნად. რა ნაბიჯი შეიძლება, გადადგას ხელისუფლებამ, რომ ეს იმიჯი და მდგომარეობა გამოასწოროს?

კომენტარები