პოლიტიკური დევნა საქართველოში

კრამერი: გვაშფოთებს ოპონენტების დაკავებების, წინასწარი პატიმრობების მასშტაბი

თეორემა/ტაბულა

"ძალიან გვაშფოთებს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერების, გამოძიებების და წინასწარი პატიმრობების რაოდენობა და მასშტაბი. ეს არის შეშფოთების მთავარი წყარო", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, Freedom House-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულების დირექტორმა დევიდ კრამერმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ისაუბრა.

"ძალიან გვაშფოთებს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების დაჭერების, გამოძიებების და წინასწარი პატიმრობების რაოდენობა და მასშტაბი. ეს არის შეშფოთების მთავარი წყარო. მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი პროცესის, პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიზაცია ძალიან ნეგატიური მოვლენაა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ის ამცირებს ნდობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ, მათი დამოუკიდებლობის მიმართ. როდესაც მთავარი პროკურორის უწყებას იყენებ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პროცესს აზიანებ.

ეს იმას არ ნიშავს, რომ ხალხი, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ახლა ოპოზიციაშია იმუნიტეტით სარგებლობს, ან ყველა შემთხვევაში სრულიად უდანაშაულონი არიან. შესაძლოა, არის შემთხვევები, როდესაც გამოძიება სრულიად გამართლებულია, საქმე სასამართლომდე უნდა მივიდეს და მოსამართლემ ან მსაჯულებმა გადაწყვიტონ. მაგრამ ახალი ხელისუფლების მიერ დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესს, მისი მასშტაბისა და მოცულობის გამო, ჩემი შეხედულებით და ვფიქრობ Freedom House-ის აზრითაც, სანდოობა აკლია. შთაბეჭდილება რჩება, რომ ის შურისძიებით მოტივაციით უფროა ნაკარნახევი, ვიდრე სამართლებრივი, ნეიტრალური გადაწყვეტილების მიღების სურვილით. ამას შეუძლია, ქვეყნის რეპუტაციას საშინელი ზიანი მიაყენოს",- თქვა კრამერმა.

კომენტარები