საკადრო ცვლილებები

თბილისის მერია ალექსანდრე მარგიშვილის გადადგომას უარყოფს

facebook.com/alexandermargishvili

თბილისის მერია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი თანამდებობიდან გადადგა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, განცხადება მარგიშვილის გადადგომის შესახებ დღის ბოლომდე გაკეთდება.

"მსგავსი არაფერი გაგვიგია", - უთხრეს ტაბულას თბილისის მერიაში.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა თბილისობის დღესასწაულზე თანხის ხარჯვის მიზნობრიობას სწავლობს. გამოძიება მითვისება-გაფლანგვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები