რელიგიური დისკრიმინაცია

გოცირიძე: თუ იფიქრა ჟორჟოლიანმა, რომ იეჰოვას მოწმე ბავშვებს მეტად დასცინებენ

რა საინტერესოა, ნანუკა ჟორჟოლიანმა ტაქსის მძღოლისადმი მიძღვნილი გადაცემის კეთებისას "იეღოველების სიბნელის" შესახებ საზოგადოებისათვის "სახალისო" ინფორმაციის მიწვდის გარდა, კიდევ რაზე იფიქრა? აჰა, გავიგეთ, რომ ამ რელიგიურ ჯგუფს, თურმე ხელოვნებაზე არაორთოდოქსული წარმოდგენები აქვს, გავიგეთ, რომ ოჯახი და რელიგია ამ კაცის ცხოვრებაში მტკივნეული საკითხებია....

ნეტა თუ იფიქრა ნანუკა ჟორჟოლიანმა, რომ ხვალ სკოლაში იეჰოვას მოწმე ბავშვს კლასელები ორმაგი ენთუზიაზმით დასცინებენ, მასწავლებლები კიდევ უფრო დიდი მოწადინებით ეცდებიან "ჭეშმარიტ რჯულზე" მათ მოქცევას, რამდენი ბავშვი ინატრებს სიკვდილს, რამდენი ბავშვი შეიძულებს მშობლებსაც, მასწავლებელსაც, ღმერთსაც და მთელს სამყაროს....

იქნებ ასეთი გადაცემების გაკეთებისას საკუთარი რეიტინგის გარდა სხვა, შეიძლება ნაკლებ რეიტინგულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან რამეზეც დაფიქრდეთ ხოლმე ტელევარსკვლავები....

წერს Facebook-ში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე ნანუკას შოუს გუშინდელ გადაცემაზე. კერძოდ, გადაცემის წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა სტუმარმა გევორქ პეტროსიანმა რუსთავი 2-ის ეთერში იეჰოვას მოწმეების მიმართ დისკრიმინაციულად ისაუბრეს.

კომენტარები