ათენის გარეუბან მოსკატოში 17 ოქტომბერს ბერძნულ-არაბულ კულტურის ცენტრზე ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე თვდასხმა მოხდა.
თავდამსხმელებმა კულტურის ცენტრის კართან მოჭრილი ღორის თავი დატოვეს და ცენტრის კედლებზე ანტი-ისლამური სლოგანები დაწერეს.
აღნიშნული თვდასხმა მიმართული იყო საბერძნეთში არაბული საზოგადოების წინააღმდეგ. შემთხვევის ადგილზე ათენის პოლიციამ გამოძიება დაიწყო.