ცნობილი რეფორმატორის კახა ბენდუქიძის ცხედარი ლონდონიდან თბილისში ჩამოასვენეს. რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კახა ბენდუქიძის მეგობრები, თანამშრომლები და სტუდენტები დახვდნენ.
კახა ბენდუქიძე აეროპორტიდან სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე, #5-ში გადაასვენებენ, სადაც ხვალ პანაშვიდი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი კი შაბათს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში 11:00 საათიდან დაიწყება.
ცოდნის ფონდის დამფუძნებელს საუნივერსიტეტო კამპუსიდან შაბათს, 15:00-ზე გამოასვენებენ და მისი სურვილის შესაბამისად კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცნობილი რეფორმატორი კახა ბენდუქიძე 13 ნოემბერს, 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.