მეწყერი

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გზა მეწყერისგან გაწმინდეს.

"საავტომობილო გზაზე, გვირაბებთან, გადაუღებელი კოკისპირული წვიმების შედეგად მეწყერი ჩამოწვა, ჩამოშლილი იყო დაახლოებით 20-30 ათასი მ3 მიწის მასა, რის შედეგადაც გზაზე მოძრაობა შეიზღუდა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 20 ერთეული ტექნიკითა და 70-მდე მეგზევის მეშვეობით განახორციელა", - აცხადებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

კომენტარები