გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ, როგორ, რა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო ეს, მე არ ვიცი და მეორეა, რას მოჰყვა ეს ყველაფერი, რა სტატუსს მოჰყვა, რა სტატიას მოჰყვა, ალბათ ესეც უნდა გაინტერესებდეთ და მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქცია იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პოლიტიკოსებსაც გვაქვს გამოხატვის თავისუფლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანანა კობახიძე იღებს იარაღს და ვიღაცას შუბლს უხვრეტს. ამაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ფარგლები კრიტიკის უნდა იყოს იმ ზომიერების ფარგლებში, რასაც ჰქვია ჩვეულებრივ მორალურად გაწონასწორებული ადამიანის მეტყველება და არა ის, რომ ერთმანეთს ადამიანებმა მიაყენონ ამორალური, ბილწსიტყვაობით გაჯერებული შეურაცხყოფები. ამაზეა საუბარი!
tbl.ge/emd
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




