პოლიტიკური დევნა საქართველოში

სახ. დეპ: ოპონენტების პოლიტიკური დევნა რისკის ქვეშ აყენებს ქართულ დემოკრატიას

www.state.gov

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებებისა და სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო. ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიკური დევნა საქართველოს დემოკრატიას შეუქმნის. დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა ძალას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, განავითარონ არსებული მიღწევები, ითანამშრომლონ ქვეყნის წინსვლისთვის და იზრუნონ მწვავე ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაზე.

ჩვენ გვაშფოთებს ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებული გამოძიებები და სისხლისსამართლებრივი ბრალდებები, ასევე ის რისკები, რასაც პოლიტიკური დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას, რაც უნდა მოიცავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და ღია დებატის პატივისცემას", - წერია განცხადებაში.

კომენტარები