მიხაელ შუმახერი

შუმახერმა საავადმყოფო დატოვა

phombo.com

ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა შვეიცარიაში, ლოზანის საავადმყოფო დატოვა და მკურნალობას სახლში გააგრძელებს - ამის შესახებ ინფორმაციას შუმახერის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, ალპებში თხილამურებით სრიალის დროს, ლეგენდარულმა მრბოლელმა სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გრენობლში, საავადმყოფოში 6 თვე ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. 16 ივნისს კომიდან გამოვიდა და სარეაბილიტაციო კურსს შვეიცარიაში გადიოდა.

კომენტარები