მიხაელ შუმახერი

შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის

phombo.com

მიხაელ შუმახერის მენეჯერის განცხადებით, ფორმულა ერთის ჩემპიონი კვლავ სტაბილურ მდგომარეობაშია. შუმახერი კომაში 29 დეკემბრის შემდეგ იმყოფება, როდესაც თხილამურებზე სრიალის დროს ინციდენტი შეემთხვა და თავის რამდენიმე მძიმე დაზიანება მიიღო.

მენეჯერის, საბინ კემის განცხადებაში პირველად არ არის ნახსენები სიტყვა "კრიტიკული", რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ავტომრბოლის მდგომარეობის კომენტირებისას ყოველთვის ფიგურირებდა.

"მიხაელის ოჯახი ძალიან კმაყოფილია ექიმთა გუნდის მუშაობით და ბოლომდე ენდობა მათ. შუმახერის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია", - განაცხადა საბინ კემმა.

 

კომენტარები