სააკაშვილის საქმე

რუსი ჟურნალისტი: საქართველოს ხელისუფლება დაჭერების გარდა არაფერს აკეთებს

ru-antidogma.livejournal.com

რუსმა ჟურნალისტმა ანტონ კრასოვსკიმ, რადიო Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალდების წაყენებაზე და საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, იგი საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და იმის ხილვა, რაც საქართველოში ხდება, „ძალზე სამწუხაროა“.

„სააკაშვილის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ მის შემდეგ ხელსუფლებაში მოსული ხალხი საერთოდ არაფერს აკეთებს, უბრალოდ, პრინციულად არაფერს. გარდა იმისა, რომ თავისი წინამორბედებიდან ცდილობენ ვინმე დაიჭირონ, ციხეში ჩასვან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრან, აიძულონ ისინი წავიდნენ უცხოეთში და ა. შ.“, - აღნიშნა ჟურნალისტმა.

კრასოვსკის თქმით, „სააკაშვილის წასვლიდან რამდენიმე წელი გავიდა, სიტუაციას ივანიშვილის პარტია აკონტროლებს, თბილისი კი სულ არ შეცვლილა იმ დროსთან შედარებთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილი იყო. ეს სამწუხაროა, ხალხს ცვლილებები სურდა. ყველას ესმოდა, რომ სააკაშვილის დროსაც ყველაფერი შესანიშნავად არ იყო. რუსი ლიბერალი ბლოგერები წერდნენ გამჭვირველე პოლიციის შენობებზე, ლუსტრაციაზე და ა. შ. მაგრამ ყველაფერი ასე კარგად და ჯადოსნურად არ ყოფილა. მაგრამ ახლა იქაურობა საოცრად მოსაწყენია, ამასაც ვერ უარვყოფთ. ჩემთვის ეს ძალიან საწყენია. საერთოდ არ მიყვარს, როდესაც ქვეყნების ლიდერები იწყებენ ნადირობას თავის წინამორბედებზე, თუ ამ წინამორბედების ხელები მართლაც სისხლში არ არის გასვრილი“.

წამყვანის შეკითხვას, სად მიდის დღეს საქართველო, დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ, კრასოვსკიმ უპასუხა, რომ საქართველო „არსად მიდის, არ მოძრაობს“.

მისი თქმით, „ის ერთ ადგილზე დგას და იქ არაფერი იცვლება. ეს ამ შესანიშნავი კავკასიური ქვეყნის ფანტასტიკური და კოლოსალური პრობლემაა“. კერძოდ, ჟურნალისტის აზრით, ქვეყანა არ მოძრაობს რუსეთისკენ, იქ ახალგაზრდა თაობა არ საუბრობს რუსულად, ქვეყნებს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები, რუსეთიდან არავინ ჩასულა შევარდნაძის დაკრძალვაზე, რაც, კრასოვსკის თქმით, ძალზე სამწუხაროა.

იმავდროულად, მისი თქმით, საქართველო „არ მოძრაობს არც ამერიკისკენ, რადგან არ არის რაიმე წინსვლა სააკაშვილის რეფორმების მიმართულებთ. ქვეყანა არანაირად არ არის მიმზიდველი ინვესტორებისთვის. საქართველო მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებთ - შემოდგომაზე ყოფილი პრემიერი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი საკუთარ თოქ-შოუს იწყებს რომელიღაც საკუთარ ტელეარხზე... ეს ძალიან სასაცილოა“. 

კომენტარები