სააკაშვილის საქმე

პროკურატურა სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას აპირებს

facebook.com/boco1121

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტელეკომპანია იმედს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესმდივანმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

„მიხეილ სააკაშვილზე გამოცხადებულია შიდა ძებნა და პროკურატურის შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველზე დაწყებულია და მიმდინარეობს პროცესი მისი საერთაშორისო ძებნაზე, ე. წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. 30 აგვისტოს ყოფილი პრეზიდენტი სარფში იმყოფებოდა, სადაც, თურქეთის ტერიტორიაზე, ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეხვდა.

კომენტარები