უწყებათაშორისი კომისია

უწყებათაშორისი კომისია მთავარ პროკურატურას რეკომენდაციას აძლევს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ძალადობის ფაქტების შესახებ მთავარ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

უწყებათაშორისი კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველობებს ეხება, კომისია მათ თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციონირებისაგან პარტიული საქმიანობის გამიჯვნისკენ მოუწოდებს, რათა რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დაუშვას.

რეკომენდაცია იმ პოლიტიკურ პარტიებსაც ეხებათ, რომლებსაც თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევნებში წარმომადგენლები ჰყავთ. უწყებათაშორისი კომისია სააგიტაციო მასალის განთავსების ადგილეზე კვოტების დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური მათ მიმართ საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს.

უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო პროცესში ჩართულ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ კამპანიის ჩატარებაში ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, რათა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთებამდე კანდიდატების შესახებ სრული ინფორმაციის მიიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

დღეს უწყებათაშორისი კომისიის გასვლითი სხდომა ხარაგაულში ჩატარდა.

„ხარაგაულს ვეწვიეთ. ბოლო დროს, ამ რაიონიდან არაერთი საჩივარი შემოვიდა“, - თქვა თეა წულუკიანმა. 

კომენტარები