საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

ძიუდოში ჰოლანდიის ჩემპიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

gjf.ge

რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ჰოლანდიელი ძიუდოისტი ქალი ესთერ სტამი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, დადასტურდა.

დღეიდან, სტამი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს. ამის სურვილი ჰოლანდიის ჩემპიონმა ძიუდოისტმა თავად გამოთქვა და საქართველოს ძიუდოს ფედერაცია შემოთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა.

ესთერ სტამი 1987 წელს დაიბადა. ის 2011 წლის მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებულია, ასევე არის ევროპის ჩემპიონი 23 წლამდელთა შორის, კადეტებში ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს თასებზე მოპოვებული აქვს 3 ოქროს და 7 ბრინჯაოს მედალი.

საქართველოს ნაკრებში ესთერ სტამი -70კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

კომენტარები