საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

ძიუდოისტები - ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულები გახდნენ

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემზე კაცთა შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ძიუდოისტები - ლაშა ბექაური და გელა ზაალიშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულები გახდნენ. ზაალიშვილმა ფინალში რუსი სპორტსმენი, ტამირლან ბაშაევი დაამარცხა.  ბექაურმა კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილს სძლია. 

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმაც.  ჯამში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივში 8 მედალი მოიპოვა, რაც გრან სლემების ისტორიაში საქართველოს ნაკრებისთვის რეკორდულია.

კომენტარები