საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა

მიხეილ სააკაშვილი
www.facebook.com/SaakashviliMikheil

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. წუხელ, ქართველმა ძიუდოისტებმა ბრაზილიის დედაქალაქ რიო დე-ჟანეიროში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, რუსეთის გუნდს სძლიეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვეს.

"გამარჯვებას გილოცავთ ყველას! მეამაყებით ბიჭებო! 

ამ დღეების განმავლობაში მუდმივად ვხვდებოდი ჩვენი გმირი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს და მათ თავდადებაზე, მათ თავგანწირვაზე ვამახვილებდი ყურადღებას - რომ არა მათი ერთგულება საქართველო ვერ გადარჩებოდა.

სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა გუშინ! 
ჩვენმა ძიუდოისტებმა ჩვეული შემართებითა და ქართული ჟინით დაამარცხეს რუსეთის ნაკრები რიო დე ჟანეიროში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და მთელი საქართველო გაახარეს. ამ ბიჭებმა არნახული თავდადება გამოიჩინეს და წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად გაიმარჯვეს. თქვენ დაამტკიცეთ, რომ საქართველოს უძლეველი შვილები ჰყავს და მომავალი თაობებისთვის თქვენი თავდადება მაგალითი იქნება - აი, ასე უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა!," - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები