აგრარული უნივერსიტეტი

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. საქმე უნივერსიტეტის პრივატიზებისას დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ეხება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

ლაშა გოცირიძის თქმით, "მთავრობამ გადაწყვიტა,შეტევის მეორე ტალღა განეხორციელებინა."

"მთავრობამ ვერ გაუძლო ზეწოლას და დაგვიბრუნეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტორიზაცია. როგორც ჩანს ამის შემდეგ, მთავრობამ პატარა ტაიმ აუტი აიღო, ვნებათაღელვა ჩვენს შესახებ ჩაქრა და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შემოტევის მეორე ტალღა განეხორციელებინა. თუკი, თეორიულად შეიძლებოდა, ვინმეს ქონება გაეფლანგა. ეს შეიძლებოდა, გაეკეთებინა საჯარო მოხელეს. არასაჯარო მოხელეს და არასაჯარო დაწესებულებას, უნივერსიტეტს ამასთან კავშირი არ აქვს" - აღნიშნავს გოცირიძე.

უნივერსიტეტის დამფუძნებელ კახა ბენდუქიძეს უწყება ჯერ არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 მარტს, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­ჩერ­და.

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა საბ­ჭომ ღია კენ­ჭის­ყრის შე­დე­გად მი­ი­ღო. კენ­ჭის­ყრამ­დე კი საბ­ჭოს წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა 8 თე­ბერ­ვალს და­ნიშ­ნა აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ცენ­ტრის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ 80-გვერ­დი­ან დას­კვნას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენლე­ბიც.

საბ­ჭომ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტრო­რი­ზა­ცია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით გა­უ­უქ­მა. კერ­ძოდ, უხეშ დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლა ის, რომ სას­წავ­ლო სი­ლა­ბუ­სებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ყვე­ლა წიგ­ნი არ იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ან ზოგ წიგ­ნზე არ იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი.

ძი­რი­თად დარ­ღვე­ვებს შო­რის და­სა­ხელ­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის სა­კით­ხი, კერ­ძოდ, ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კონ­კურ­სი გა­მო­აც­ხა­და ერთ ვა­კან­სი­ა­ზე, თუმ­ცა აიყ­ვა­ნა ორი ლექ­ტო­რი, რად­გან ორი­ვე კან­დი­და­ტი მო­ე­წო­ნა კო­მი­სი­ას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს აზ­რით, ამით და­ირ­ღვა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი.

აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ასე­ვე შე­ე­დავ­ნენ იმა­ში, რომ მან სომ­ხეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სად ჩა­უთ­ვა­ლა ორ სტუ­დენტს და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, გას­ცა ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მე­ბი. უც­ხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბას კი ახ­დენს გა­ნათ­ლების ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი.

ავტორიზაციის გაუქმებას სტუდენტებისა და საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 26 მარტს აღუდგინეს. საბჭომ უნივერსიტეტის მოთხოვნა გაითვალისწინა და აკრედიტაცია წყვეტის გარეშე, 25-ივე პროგრამაზე აღადგინა.

ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა გადაწყვეტილების მოტივად დაასახელეს მაღალი საჯარო ინტერესი იმ აგრარული სპეციალობების მიმართ, რომელთა სწავლება სხვა უმაღლეს დაწესებულებებში არ მიმდინარეობს.

საბჭოს წევრებმა დასძინეს, რომ აგრარულ უნივერსიტეტში დარჩენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია აგრარულ უნივერსიტეტში მონიტორინგი განახორციელოს.

 

კომენტარები