აგრარული უნივერსიტეტი

მარგველაშვილი აგრარულისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე: აბსოლუტურად არ ვნანობ ამას

გიორგი მარგველაშვილი / ნეტგაზეთი

"არ ვნანობ, მე ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი, რომ კანონი ყველასთვის საერთოა, მოგწონთ ის ადამიანი თუ არა" - ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV პირველის ეთერში კითხვა - "ნანობთ თუ არა კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ კამპანიას".

"ბენდუქიძე არის გარდაცვლილი ადამიანი, ასე რომ მე მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ რაც შეეხება იმ შემთხვევას, მინდა, ყველას გითხრათ, აბსოლუტურად არ ვნანობ ამას," - აღნიშნა მარგველაშვილმა.

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 2013 წლის 12-13 მარტს გაუუქმეს. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას სტუდენტების არაერთი აქცია მოჰყვა. ასევე, განათლების მინისტრს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის თხოვნით მიმართეს სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრებს გარეთ მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლმა მეცნიერებმა და შეშფოთება გამოთქვეს.

განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ სამინისტრო და ხარისხის მართვის ცენტრი "ბენდუქიძის, ხატია დეკანოიძის, ურუშაძის, უტიაშვილის და სხვა ყოფილ მაღალჩინოსანთა პოლიტიკური კლოუნადის, პიარის და უსამართლო თავდასხმის მსხვერპლი გახდა". ის აქციებს და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნას უწოდებდა "ყოვლად ამაზრზენ პოლიტიკურ კამპანიას, რომლის ლოზუნგიც იყო - ბენდუქიძე დგას კანონზე მაღლა".

მაშინ აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტრო­რი­ზა­ცია რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით გა­უ­უქ­მეს. კერ­ძოდ, უხეშ დარღვე­ვად ჩა­ით­ვა­ლა ის, რომ სას­წავ­ლო სი­ლა­ბუ­სებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან ყვე­ლა წიგ­ნი არ იყო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ან ზოგ წიგ­ნზე არ იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტე­ბი. 

ძი­რი­თად დარ­ღვე­ვებს შო­რის და­სა­ხელ­და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის შერ­ჩე­ვი­სა და და­ნიშ­ვნის საკით­ხი, კერ­ძოდ, ის, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კონ­კურ­სი გა­მო­აც­ხა­და ერთ ვა­კან­სი­ა­ზე, თუმ­ცა აიყ­ვა­ნა ორი ლექ­ტო­რი, რად­გან ორი­ვე კან­დი­და­ტი მო­ე­წო­ნა კო­მი­სი­ას. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს აზ­რით, ამით და­ირ­ღვა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პი. 

აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ასე­ვე შე­ე­დავ­ნენ იმა­ს, რომ მან სომ­ხეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და მიღე­ბუ­ლი კრე­დი­ტე­ბი შე­სა­ბა­მი­სად ჩა­უთ­ვა­ლა ორ სტუ­დენტს და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, გას­ცა ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მე­ბი. 

აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია ორ კვირაში აღუდგინეს. გიორგი მარგველაშვილი მაშინ ამბობდა, რომ "ჯგუფი, რომელიც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებდა 9 წლის განმავლობაში, მოსულია შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან, რამდენადაც ეს რთული და გაუგონარი არ უნდა იყოს მათთვის".

კომენტარები