უწყებათაშორისი კომისია

საია უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ადრე დაწყებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ვადაზე ადრე დაწყების ინიციატივით გამოდის.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის თქმით, უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ადრე დაწყება წინასაარჩევნოდ არსებულ დარღვევებზე რეაგირებას უფრო ეფექტურს გახდის.

უწყებათაშორისი კომისიის შექმნის დაჩქარება მოითხოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც. ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, კომისიაში გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები აუცილებელია.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია მუშაობას არჩევნებამდე 2 თვით ადრე იწყებს და მას საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

კომისიის შემადგენლობაში რამდენიმე სამინისტროსთან ერთად პარლამენტის წევრები და არასამთავრობრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

უწყებათაშორისი კომისიის მიზანი სწორედ წინასარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევების გამოვლენაა.

კომენტარები