თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო ოთხი რეისი ვერ შესრულდა. ძლიერი ნისლის გამო, ვარშავიდან მომავალი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაეშვა. ამასთან, ფრენა გადადო ავიაკომპანია პეგასუსმა, ხოლო რეისები გააუქმეს Turkish Airlines-მა, და Lufthansa–მ.
"დღეს, ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი რვა რეისის ნაცვლად შესრულდა ოთხი ფრენა. ცუდი ხილვადობის გამო რეისები გააუქმეს ავიაკომპანიებმა - Turkish Airlines-მა, Lufthansa–მ და Lot Polish-მა. ხოლო, პეგასუსის რეისი გადაიდო და დღის განმავლობაში შესრულდება. უამინდობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მზად არის ნებისმიერი ტიპის ბორტის და რეისის მისაღებად" – აცხადებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური.