მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

ჭიაბერაშვილი: საქმე მთლიანად პოლიტიზებულია

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმის განხილვა გაიმართა.

დღევანდელი სასამართლო სხდომა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიმართვით დაიწყო. ჭიაბერაშვილის თქმით, მათ წინააღმდეგ წარმოებული საქმე მთლიანად პოლიტიზებულია. ჭიაბერაშვილის განცხადებით, ის, როგორც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული პირი, არ აპირებს დატოვოს ქვეყანა მანამ, სანამ საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

დღევანდელ პროცესზე მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატებმა გააპროტესტეს წინა პროცესზე მოსამართლე ნათია ბარბაქაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ისინი სასამართლო სხდომის დატოვების გამო 200 ლარით დააჯარიმეს.

კომენტარები