სოფლის მეურნეობა

როსსელხოზნადზორის დელეგაცია საექსპორტო ციტრუსის მონიტორინგს იწყებს

რუსსელხოზნადზორის დელეგაციის რუსი სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად აჭარაში ჩავლენ და ციტრუსის საექსპორტო პარტიების ფორმირების პროცესს დააკვირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

პუნქტებში ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ჩაატარებენ, როსსელხოზნადზროის ხუთი სპეციალისტი კი აჭარაში 10 დეკემბრამდე დარჩება და მონიტორინგს განახორციელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როსსელხოზნადზორის დელეგაცია სიტუაციის გაცნობის შემდეგ, რუსეთში ხურმისა და მწვანილის შესაძლო ექსპორტზეც იმსჯელებს. 

კომენტარები