NATO-საქართველოს ურთიერთობა

უილსონი: სააკაშვილის დაპატიმრების მცდელობით დასავლეთისკენ გზა გაიყინება

დეიმონ უილსონის facebook

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მცდელობა, ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გაყინვას ნიშნავს - ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი მიძღვნილ მოსმენაზე განაცხადა. 

ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი დეიმონ უილსონმა შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის მოსმენაზე საქართველო, მოლდოვა, უკრაინასთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც აღნიშნა რომ აშშ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს სანამ ეს უკანასკნელი დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებზე უარს არ იტყვის. უილსონმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ხალხის დაპატიმრება დაუშვებელია.

”ვაშინგტონმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ახალ ხელისუფლებას, თუ ის დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს გააგრძელებს. ახალი მთავრობა ამტკიცებს, რომ მათი განზრახვა სწორედ ესაა. ამავე დროს ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ ახალ ხელისუფლებას იმისათვის რასაც ზიანი მოაქვს, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესებისათვის. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მცდელობა, ნატოსა და ევროკავშირისაკენ მიმავალი გზის გაყინვას ნიშნავს. თუ თბილისი ევროპული მომავლის განვითარებაზე მოახდენს ფოკუსირებას და არა წარსულის გასამართლებაზე , ვაშინგტონი აღადგენს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისა და საბოლოოდ გაწევრიანების სტრატეგიას და აღასრულებს იმ დაპირებას, რომელიც ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული, რომ საქართველო ალიანსის წევრი ქვეყანა გახდება”- განაცხადა უილსონმა.

კომენტარები