ლევან კორტავას საქმე

ონიანი: კორტავას საქმეში ბრალდებული თანამდებობის პირებმა ქვეყნიდან გაიყვანეს

primetimenews.ge

ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის თქმით, ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში ბრალდებული ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა ქვეყნიდან გაიყვანეს.

"ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა ლევან კორტავას მკვლელობაში ბრალდებული ციხის დირექტორი მალხაზ სინაურიძე გადაიყვანეს საზღვარზე და ის დღეს საქართველოში არ იმყოფება. ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნიდან არ უნდა აპარებდნენ ასეთ ბრალდებულ პირებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მალხაზ სინაურიძეს აღმკვეთი ღონისძიება ჰქონდა შეფარდებული, თუმცა არა პატიმრობა და მას ისე გაადაკვეთინეს საზღვარი, რომ არც კი უფიქსირდება საზღვრის გადაკვეთა", - აღნიშნა გიორგი ონიანმა.

კომენტარები