ლევან კორტავას საქმე

ადვოკატები: ლევან კორტავას გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არასწორია

www.ambebi.ge

გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას ადვოკატების განცხადებით, მსჯავრდებული 2013 წლის მაისში არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა და დაღუპვის მიზეზის შესახებ პროკურატურის ოფიციალური ვერსია არასწორია. ადვოკატების თქმით, გეგუთის კოლონიაში ინციდენტი 12 მაისს მოხდა, კორტავა კი 11 დღის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა.

მთავარმა პროკურატურამ კორტავას საქმე მომხდარიდან რამდენიმე თვეში გახსნილად გამოაცხადა და გარდაცვალების მიზეზად სხვა მსჯავრდებულების მიერ მიყენებული ქალა-ტვინის ტრავმა დაასახელა. მაშინ ექვს პატიმარს ბრალი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაუმძიმდა.

ლევან კორტავა, რომელიც ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, უგონო მდგომარეობაში იყო, თუმცა, ადვოკატების მტკიცებით, თავის ტვინის ტომოგრაფიით დადგინდა, რომ მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, ეს  სასამართლო პროცესზე ნეიროქირურგმა კობა გელაშვილმაც დაადასტურა. ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, რომ კორტავასთვის სათანადო მკურნალობა არ აღმოუჩენიათ. სწორედ ამიტომ, ადვოკატები ჯანდაცვის მინისტრს საკითხის შემსწავლელი კომისის შეიქმნის მოთხოვნით მიმართავენ, რათა დადგინდეს, სინამდვილეში რა გახდა ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზი. 

კომენტარები