ლევან კორტავას საქმე

ლევან კორტავას ოჯახის წევრებმა ქუთაისში, პარლამენტის წინ აქცია გამართეს

www.ambebi.ge

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი ლევან კორტავას ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა ქუთაისში პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ადვოკატების თქმით, პატიმრის სიკვდილის მიზეზი ციხეში არასწორი მკურნალობა გახდა და გამოძიება არასწორად მიმდინარეობს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, წლების მანძილზე საგამოძიებო ორგანოები ამტკიცებდნენ, რომ პატიმარი ცემის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მათ ალტერნატიული გამოძიება ჩაატარეს. აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული გამოძიებით მტკიცდება, რომ კორტავა არასწორი მკურნალობის შედეგად გარადაიცვალა. ისინი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ, რათა გამოძიების ახალი მასალები გააცნონ.  

2013 წლის 12 მაისს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა.

კომენტარები