საპრეზიდენტო არჩევნები 2013

მარგველაშვილი: მე თქვენი ნდობიდან გამომდინარე ვამბობ უარს მეორე ტურზე

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში ამომრჩეველთან შეხვედრისას თქვა, რომ ”მეორე ტური არ იქნება, იმიტომ რომ პირველ ტურში გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, გაიმარჯვებს ქართული საზოგადოება, გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს დემოკრატია”

მარგველაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება.

"მუდმივად იმასთან დაკავშირებით საუბარი, როგორ შეიძლება, უარი ვთქვათ მეორე ტურზე - მარტივად, იმდენად შეიძლება რამდენადაც ენდობი შენს ხალხს. მე უარს ვამბობ იმიტომ, რომ თქვენ გენდობით და არა იმიტომ, რომ რაიმე ამპარტავნობა მჭირს. მე თქვენი ნდობიდან გამომდინარე ვამბობ უარს მეორე ტურზე. მე ამას ნათლად ვაჩვენებ, რომ არ არის არანაირი კითხვები", - თქვა მარგველაშვილმა.

 

კომენტარები