17 მაისის აქცია - შეფასებები

TI საქართველო: საგანელიძის განცხადებები პრობლემის გამწვავებას უწყობენ ხელს

http://www.blackseango.org/

საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველო ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის განცხადებას და აცხადებს, რომ პოლიტიკური ლიდერების ამგვარი განცხადებები ხელს უწყობს პრობლემების გამწვავებას.
„უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის კომენტარს, რომელიც მან ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ბატონმა საგანელიძემ განაცხადა, რომ „დღეს მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმათ, ვინც ეს პროვოკაცია მოაწყო, არხეინად რომ ისხდნენ ავტობუსებში", კერძოდ, ორგანიზაცია „იდენტობას" და მათ დონორებს.
ვფიქრობთ, რომ ამგვარი განცხადებებით პოლიტიკური ლიდერები, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მის გამწვავებას უწყობენ ხელს. მიგვაჩნია, რომ, არსებულ პირობებში, პოლიტიკოსების ნებისმიერი განცხადება მიზნად უნდა ისახავდეს სიტუაციის განმუხტვას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, რომ ყოველთვის ახსოვდეთ მათი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისა და ყველა მოქალაქის უფლებების დაცვის კუთხით" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები