17 მაისის აქცია - შეფასებები

გოკა გაბაშვილი

ეს იყო (სააკაშვილის) გამონათქვამის და კონტექსტის პრობლემა და არა მისი ღირებულებების. წლების განმავლობაში საქართველოში უმცირესობის უფლებები იყო დაცული უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე ოდესმე სხვა დროს მის ისტორიაში. უმცირესობები იყოს დაცული - ეს არის სააკაშვილის პოზიცია და მისი ღირებულებები. ბუნდოვანების გამო, შეიძლება ასე ყოფილიყო გაგებული, რომ რაღაცნაირად ტოლობის ნიშანი იყო პასუხისმგებლობებს შორის დასმული. სააკაშვილს ეს არ უგულისხმია, კარგად ვიცი მისი პოზიცია. "პოგრომში", რბევაში და მცირე, დაუცველი ჯგუფის ჩაგვრაში დამნაშავე შეიძლება იყოს მხოლოდ პოგრომის მომწყობი, მჩაგვრელი და დაჩაგრულების პასუხისმგებლობაზე საუბარი არარელევანტურია.

კომენტარები