17 მაისის აქცია - შეფასებები

დავით ბაქრაძე

ემოციურად შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს, რომ იმ დროს, როდესაც ყველამ ძალიან განვიცადეთ ჯარისკაცების ამბავი, რაღაც აქცია ტარდება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ემოცია, არსებობს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა. ის გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, ამიტომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება და საშუალება, შეიკრიბონ ნებისმიერ კანონიერ ადგილას, ნებისმიერ კანონიერ დროს და გამოხატონ ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მე, როგორც პოლიტიკოსს, როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა მკარნახობს იმას, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის ის უზენაესი ღირებულება, რომელიც წინა პლანზე უნდა დავაყენოთ

კომენტარები