აგრარული უნივერსიტეტი

განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, თუ განათლების სამინისტრო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საპროტესტო აქციები პერმანენტულად გაიმართება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ''აგრარული უნივერსიტეტი არავის დაუხურავს და მას ავტორიზაციის ნაწილში არცერთი უფლება არ შეჩერებია''. მინისტრის თქმით, აგრარულ უნივერსიტეტს ივნისის ბოლომდე არცერთი უფლება არ შეუჩერდება.

შეგახსენებთ, დღევანდელი აქციის მიმდინარეობის პარალელურად, განათლების მინისტრი, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის 5 წარ­მო­მად­გე­ნე­ლს შეხვდა. მარგველაშვილმა მათ განუცხადა, რომ ''ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია დაჩ­ქა­რე­ბულ ვა­დებ­ში აღუდ­გე­ბა''.

 

კომენტარები