აგრარული უნივერსიტეტი

განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს, რომლებიც აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას აპროტესტებენ. აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.

ამ დროისთვის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის 5 წარმომადგენელი, სამინისტროში მისულ განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს ხვდება. შეხვედრა ღიაა მედიის წარმომადგენლებისთვისაც.

მიმდინარე შეხვედრაზე, მინისტრმა სტუდენტებს განუცხადა, რომ ''ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია დაჩქარებულ ვადებში აღუდგება''.

''მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თუ ხარვეზები გამოსწორდება, რომელიც წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან, თქვენ არანაირი პრობლემა არ გექნებათ და მაქსიმალურად დაჩქარებულ დროში, მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში აღუდგება უნივერსიტეტს ავტორიზაციას", - აღნიშნა მარგველაშვილმა სტუდენტებთან საუბარში.

კომენტარები