საქართველოს პარლამენტი

ტყემალაძე: ერთსქესიანთა ქორწინებაზე რომ გვემსჯელა, ეს ხომ არ იქნებოდა დროის ფუჭი ხარჯვა?!

უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა. ტყემალაძის თქმით, პარლამენტს ერთსქესიანთა ქორწინებაზე რომ ემსჯელა, როგორც ეს დიდ ბრიტანეთში მოხდა, მაშინ ნაციონალური მოძრაობა ამას დროის ფუჭ დახარჯვად არ ჩათვლიდა. მაშინ როცა უმცირესობა ბიძინა გუჯაბიძის ინიციატივას პარლამენტის რეგლამენტში ჩაცმულობის შესახებ ახალი რეგულაციის შემოღების თაობაზე დროის გაფლანგვად თვლის. ტყემალაძის თქმით, სწორედ ეს არის განსხვავება მასსა და ჯაფარიძეს შორის. 

ჯაფარიძემ უმრავლესობა არაპრიორიტეტულ თემებზე მსჯელობაში და დროის გაფლანგვაში დაადანაშაულა

კომენტარები