საბიუჯეტო კრიზისი

ხადური: საბიუჯეტო კრიზისი ამ ეტაპზე არ არსებობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ისრაელის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვანო მერაბიშვილთან დებატებზე ისაუბრა და აღნიშნა,  რომ ის ამისთვის დღესვე მზადაა. 
"თუ ნაციონალურ მოძრაობას ერთი კვირა სჭირდება მოსამზადებლად, მაშინ მზად ვართ ერთ კვირაშიც მივიღოთ მონაწილეობა დებატებში. საბიუჯეტო კრიზისი ამ ეტაპზე არ არსებობს, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი 400 მილიონი ლარია. არცერთი წუთით არ დაგვიანებულა რომელიმე გასაცემის გაცემა. შარშან იანვრის 15 დღეში მობილიზებული იყო ორჯერ ნაკლები გადასახადი, ვიდრე წელს იანვრის პირველი 15 დღის განმავლობაში. ამავდროულად, 15 იანვარს შემოსულია გაცილებით მეტი გადასახადი, ვიდრე გასული წლის იანვრის პირველი 15 დღის განმავლობაში ერთად აღებული", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 
მისივე განმარტებით, დღეს საღამოს ამ თემაზე დაწვრილებით ისაუბრებს საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავით პაიჭაძის გადაცემაში, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც ვანო მერაბიშვილსაც იწვევს.  
შეგახსენებთ, რომ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ნო­დარ ხა­დურ­თან ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კით­ხებ­ზე ტე­ლე­დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვის მზად­ყოფ­ნა გუ­შინ, 15 იან­ვარს, გა­მოთ­ქვა. ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებს ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრთან ტე­ლე­დე­ბა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­ბი­უ­ჯე­ტო კრი­ზი­სის სა­კით­ხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მან გუ­შინ­დელ ბრი­ფინ­გზე ისა­უბ­რა. ამას­თან, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, მზად არის, სხვა ნე­ბის­მი­ერ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ისა­უბ­როს. 

კომენტარები