საქართველოს პარლამენტი

პარლამენტარებს სხდომების არასაპატიო გაცდენისთვის ხელფასები დაექვითებათ

  პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრებს პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისთვის ხელფასი დაექვითებათ. 

 „სასიამოვნო საქმე მაქვს გასაკეთებელი,  ბოლო დღეებია უმცირესობის წარმომადგენლები   ჩვენი კოლეგები არ გვესწრებიან. მათ არც  პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადებიათ, როდესაც არდასწრება საპატიო არ დასწრებად ითვლება, შესაბამისად ამ გარემოებამ უმცირესობის არასაპატიო მიზეზით გაცდენილი დღეების რაოდენობა გაზარდა, მეორე  არასაპატიო გაცდენილი დღიდან პარლამენტის წევრს ექვითება ერთი დღის ხელფასი.“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას. 

  მათ შორის  ხელფასები დაექვითებათ უმცირესობის დეპუტატებს: გიორგი ვაშაძეს, რონალდ ახალაიას, გიორგი გაბაშვილს, ხათუნა გოგორიშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, გია ბარამიძეს,  დავით ბაქრაძეს, დავით დარჩიაშვილს, ხოლო  უმრავლესობიდან  მახირ დაეზიევს და ირაკლი ტრიპოლსკის.

 

კომენტარები