თეატრი

გერგიევი და ქემერონი `გედების ტბას` 3D-ში აჩვენებენ

მარინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვალერი გერგიევმა რეჟისორ ჯეიმს ქემერონს ჩაიკოვსკის ცნობილი ბალეტის `გედების ტბა` პირდაპირი 3D ტრანსლაციის ორგანიზება შესთავაზა. სცენის სამგანზომილებიანი გამოსახულების პირდაპირი ტრანსლაცია ერთდროულად მოხდება მსოფლიოს სხვადასხვა კინოთეატრში.

როგორც გერგიევმა The Independent-ს განუცხადა, ქემერონთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. `უნდა გავიგოთ, რა შეიძლება ვისწავლოთ ქემერონისგან და მისი გუნდისგან, - ამბობს დირიჟორი, - `მათ აქვთ გამოცდილება და ნიჭი. მსოფლიოში უკეთესად არავინ იცის, როგორ იმუშაოს ოპერის თეატრის სამგანზომილებიან გარემოში`.

საბალეტო მოქმედების  სამგანზომილებიან ფორმატში ჩვენების იდეა ახალი არ არის. 2011 წელს 3D-ში გადაიღეს `ჟიზელი’, ამ ზამთარში კი მსოფლიო გაქირავებაში  მარინსკის თეატრში დადგმული`მაკნატუნას` 3D ვერსია გამოვა. გერგიევის აზრით, ტექნოლოგიისა და კულტურის სინთეზი აუცილებელია იმისთვის, რომ მაყურებლის აუდიტორია გაიზარდოს.

`გედების ტბის`პირდაპირი ტრანსლაცია მომავალი წლის ვალენტინობის დღესასწაულზე, 14 თებერვალს იგეგმება.

 

კომენტარები