ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო საქმიანობა შეაჩერა და ქუთაისი დატოვა. უმცირესობის თქმით, საქართველო მიადგა ზღვარს, სადაც დემოკრატია მთავრდება და ქვეყანაში სხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს დევნიან. ასეთ ფონზე კი საპარლამენტო საქმიანობა დემოკრატიულობის მხოლოდ ფასადია.
ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებით ხაზს უსვამს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარებას, რუსთავი ორის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას და ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეების მიერ ნაციონალური მოძრაობის წევრებზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლას.
საპარლამენტო უმცირესობა გააგრძელებს მსჯელობას თუ რა ფორმით მოხდება პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება.




