ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი: ლოგიკურია, რომ ვინც ტერორისტებს ებრძოდა, დაკითხვებზე დადიოდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი შსს-ს საგამოძებო ნაწილში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც ვანო მერაბიშვილმა, დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, "ლოგიკურია, რომ ვინც ტერორისტებს ებრძოდა, დაკითხვებზე დადიოდეს".

"პარლამენტმა გუშინწინ მიიღო დადგენილება და პოლიტპატიმრებად აღიარა რუსეთის სპეცსამსახურის აგენტები, ტერორისტები და ისინი, ვინც ქართულ სახელმწიფოს უთხრიდნენ ძირს. აქედან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია, რომ ვინც ამ ადამიანებს ებრძოდა, დაკითხვებზე დადიოდეს", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

როგორც ცნობილია, დაკითხვაზე მყოფ ვანო მერაბიშვილთან, მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილიც შევიდა. ჭაბაშვილის განმარტებით, მას დაუკავშირდნენ და დაკითხვაზე მერაბიშვილის ინტერესების დაცვა სთხოვეს.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გან­მე­ო­რე­ბით და­კით­ხვა, სავარაუდოდ, მის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვრის ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში მიმდინარეობს. ამ სა­კით­ხზე ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ჩვე­ნე­ბა 1-ელ დე­კემ­ბერს უკ­ვე მის­ცა, თუმ­ცა შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა გა­მო­ძი­ე­ბას­თან ''ფაქ­ტობ­რი­ვად არ ითა­ნამ­შრომ­ლა", რის გა­მოც მი­სი ხელ­მე­ო­რედ და­კით­ხვა მი­იჩ­ნია სა­ჭი­როდ.

შეგახსენებთ, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის 30 ნო­ემ­ბერს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მოც­ხად­და თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ერე­ვან­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად. სა­პას­პორ­ტო კონ­ტრო­ლის გავ­ლის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის პრო­ტო­კო­ლის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აე­რო­პორ­ტის მე­საზ­ღვრე კონ­ტრო­ლი­ორს წა­რუდ­გი­ნეს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის პას­პორ­ტი. მე­საზ­ღვრე კონ­ტრო­ლი­ორ­მა  აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში პას­პორ­ტი გა­ცე­მუ­ლი იყო ვინ­მე ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძის სა­ხელ­ზე ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფო­ტო­სუ­რა­თით.   

აღ­ნიშ­ნულ სა­კით­ხზე, მე­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­და, შსს-ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე პი­რი, მათ შო­რის პრე­ზი­დენ­ტის პრო­ტო­კო­ლის უფ­რო­სიც და­ი­კით­ხა.

კომენტარები