ვანო მერაბიშვილი

მერაბიშვილი: ენმ-ის ყოფილი ხელმძღვანელობა პრაქტიკულად არ რეაგირებდა უკრაინის ომზე

საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არის სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიის რეიტინგს ერთად. ამ პარტიაში ხელმძღვანელობის ვადამდელი არჩევნები გაიმართა, რადგან ყოფილი ხელმძღვანელობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად მოქმედებდა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინის ომზე და არც სხვა რამეზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანებმა ჩაატარეს შიდა არჩევნები და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ის წააგო. არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა, დაახლოებით 50 000-მდე ადამიანი ელექტრონულად დარეგისტრირდა არჩევნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. თავმჯდომარე ახალგაზრდასთან დამარცხდა და თუ აკვირდებით ყველაფერი ძალიან შეიცვალა. საქართველოში ძალიან ბევრი აქცია მიმდინარეობს, ხდება პარტიის აღდგენა, რადგან ბევრი წლის განმავლობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობდნენ არა მხოლოდ იმას, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, არამედ ზოგჯერ ისინი იმასაც კი ცდილობდნენ, რომ სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები, რბილად რომ ვთქვათ, არ განევითარებინათ. ახლა ყველაფერი შეიცვალა და იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩაშიც

ამბობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი უკრაინულ მედია, Freedom TV-ისთან ინტერვიუში.

კომენტარები