ვანო მერაბიშვილი

რ2-ის ცნობით, მერაბიშვილსა და უცნობის სიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორ იანვარს, ვაკეში ერთ-ერთ აფთიაქთან შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძე, გიგაშა შარაშიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

რუსთავი 2-ის ცნობით, მედია შარაშიძეს დაუკავშირდა, რომელმაც მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ დეტალურ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის.

"დაპირისპირება მოხდა ჩემს და ვანო მერაბიშვილს შორის აფთიაქში. დაპირისპირებასაც ვერ დავარქმევ, რადგან პირველივე წამებიდან გაიქცა ვანო მერაბიშვილი. იქიდან გამომდინარე რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მე ჩავთვალე თავი ვალდებულად. არც გამოძიებას ვემალები და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ. თუ საჭირო გახდა, დანარჩენზე პასუხს გავცემ სამართალდამცველ ორგანოებს. დანარჩენი, თუ ცოტა მაინც ვაჟკაცობა შერჩენია, თვითონ თქვას." - თქვა გიგიშა შარაშიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

კომენტარები