ევროსაბჭო და საქართველო

ჟან კლოდ მინიონი: მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის კონსტრუქციულ პოზიციას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა. როგორც ჟან კლოდ მინიონმა სტრასბურგში გამართულ ასამბლეის სესიაზე განაცხადა, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით საქართველომ წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონსტრუქციულ პოზიციაზეც ისაუბრა.

,,განსაკუთრებით მინდა, მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილის კონსტრუქციულ პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ სურს, ხელი შეუწყოს ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს. საქართველოს პოლიტიკურ ძალებს დიალოგისკენ მოვუწოდებ, რათა მათ შეძლონ წარმატებული თანაცხოვრება ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისა და რეგიონის სტაბილიზაციისთვის.’’-განაცხადა ჟან კლოდ მინიონმა.

კომენტარები