ევროსაბჭო და საქართველო

ჟღენტი: რუსეთ-საქართველოს საკითხი ევროსაბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში შეტანილი არაა

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა ელ­ჩმა ევ­რო­საბ­ჭო­ში, მა­მუ­კა ჟღენ­ტმა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ყო­ფი­ლი ელ­ჩი, დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტის მა­ი­სის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დღის წეს­რი­გის პრო­ექ­ტზე სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­კით­ხი ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დღის წეს­რიგ­ში შე­ტა­ნი­ლი არა არის. 

’’აპ­რილ­ში ჟურ­ნალ ტა­ბუ­ლას ვებ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩე­მი წე­რი­ლი, სა­დაც გა­მოვ­თქვამ­დი იმედს, რომ ევ­რო­პის საბ­ჭოს მა­ი­სის თვის მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დღის წეს­რიგ­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შე­დე­გე­ბის სა­კით­ხის შე­ტა­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რებ­და, რომ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო კურ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დი ევ­რო­პის საბ­ჭო­ში ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­ში აფიქ­სი­რებ­და პო­ზი­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის გა­მოს­ვლა ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე იმის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ უნ­და ვე­ლო­დოთ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცი­ის მკვეთრ ცვლი­ლე­ბებს, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის სა­კით­ხის დაკ­ნი­ნე­ბის კუთ­ხით'' , -აც­ხა­დებს მა­მუ­კა ჟღენ­ტი. 

ყო­ფი­ლი ელ­ჩის თქმით, მი­სი ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზი არ გა­მარ­თლდა.

’’ჩე­მი შე­ფა­სე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრის სტრას­ბურ­გში გა­მოს­ვლის იმ ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას მი­ერ პო­ზი­ტი­უ­რად იქ­ნა შე­ფა­სე­ბუ­ლი.  კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია პრე­მი­ე­რის მი­ერ გაჟ­ღე­რე­ბულ თე­ზის­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "რუ­სეთ­თან შერ­ბი­ლე­ბუ­ლი რი­ტო­რი­კის ფონ­ზე დი­ა­ლო­გის დაწ­ყე­ბა არ გუ­ლის­ხმობს რუ­სეთ­თან პი­რის­პირ დარ­ჩე­ნას და რომ ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და მათ შო­რის ევ­რო­პის საბ­ჭოც". საკ­მა­ოდ ნა­თე­ლი და არა­ო­რაზ­რო­ვა­ნი გზავ­ნი­ლია. მაშ, რას უნ­და და­ვაბ­რა­ლოთ ის, რაც მოხ­და? არა­და მოხ­და ის, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ასი­ა­თა­სო­ბით ჩვე­ნი დევ­ნი­ლის ინ­ტე­რე­სებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბე­ბა. უდა­ვოა, რომ არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც საღ აზ­რთან იქ­ნე­ბა მი­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი, არ არ­სე­ბობს იმის გა­სა­მარ­თლებ­ლად, რომ სა­კით­ხი არაა შე­ტა­ნი­ლი ევ­რო­პის საბ­ჭოს უმაღ­ლე­სი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ორ­გა­ნოს ყო­ველ­წლი­უ­რი თავ­ყრი­ლო­ბის დღის წეს­რიგ­ში’’ , - აღ­ნიშ­ნავს ჟღენ­ტი. 

მი­სი­ვე თქმით,  უარ­ყო­ფი­თი  შე­დე­გე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუხ­სნას, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. ყო­ფი­ლი ელ­ჩი მი­იჩ­ნევს, რომ ’’აქ მხო­ლოდ ორი სცე­ნა­რი შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს’’.

’’პირ­ვე­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­აზ­რე­ბუ­ლად მი­ი­ღო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა და არ მო­ით­ხო­ვა სა­კით­ხის შე­ტა­ნა მი­ნის­ტე­რი­ა­ლის დღის წეს­რიგ­ში. ვში­შობ, ამის და­სა­ბუ­თე­ბა ტა­ლე­ი­რან­საც გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ვის­მი­ნოთ თუ რა არ­გუ­მენ­ტა­ცია გა­აჩ­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. აქ ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ სჭირ­დე­ბა. ჩვენ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ და ავუხ­სნათ ჩვენს პარ­ტნი­ო­რებს ევ­რო­პა­ში, თუ რა­ტომ იქ­ნა ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლი, მა­შინ რო­დე­საც 2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი უაღ­რე­სად დი­დი სა­მუ­შაო იქ­ნა გა­წე­უ­ლი ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის მი­ერ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ სკით­ხზე ჩვე­ნი პარ­ტნი­ო­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­სა­პო­ვებ­ლად. ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა ასე­ვე დი­დი რე­სურ­სი ჩა­დეს ჩვენს მხარ­და­ჭე­რა­ში და ისი­ნი მი­ნი­მუმ იმას იმ­სა­ხუ­რე­ბენ, რომ გა­აჩ­ნდეთ ინ­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი გეგ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუ სა­ერ­თოდ ასე­თი გეგ­მე­ბი არ­სე­ბობს და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბულ იქ­ნა შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზის შე­დე­გად და არ გვაქვს საქ­მე რა­ი­მე სხვა მოვ­ლე­ნას­თან.

მე­ო­რე ვერ­სი­ით, რაც, ჩე­მი აზ­რით, ნაკ­ლე­ბად დრა­მა­ტუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეცა­და სა­კით­ხის შე­ტა­ნას დღის წეს­რი­გის პრო­ექ­ტში, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი გვქონ­და 2011 წლის სტამ­ბო­ლის მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე, თუმ­ცა, სა­მა­გი­ე­როდ ჩვენს მი­ერ მო­ხერ­ხდა მი­ნის­ტრე­ბის მი­ერ მი­ღე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბებ­ში უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა. ამას­თან, მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე არ იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დეკ­ლა­რა­ცია, რაც პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბა იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ შე­უ­რიგ­დე­ბა მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­ნი­ნე­ბას და ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­კუ­თა­რი სა­მარ­თლი­ა­ნი პო­ზი­ცი­ის და­სა­ცა­ვად. შე­დე­გად, 2012 წლის მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე უკ­ვე არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია ეჭ­ვქვეშ სა­ქარ­თვე­ლო­სა და მი­სი პარ­ტნი­ო­რე­ბის მოთ­ხოვ­ნა დღის წეს­რი­გის თა­ო­ბა­ზე. უფ­რო მე­ტიც, რუ­სეთს ცალ­სა­ხად ეთ­ქვა უა­რი მის მი­ერ დღის წეს­რი­გის პრო­ექ­ტში შე­სა­ტან სა­კით­ხთან და­კავ­ში­რე­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ სცე­ნარ­თან გვაქვს საქ­მე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ერ­თის მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­მარ­ტოს, თუ რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მხარ­და­ჭე­რის მო­ბი­ლი­ზე­ბა და სა­კით­ხის გა­ტა­ნა (ამ კონ­ტექ­სტში სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმის გა­გე­ბაც თუ რა შე­დე­გებს ვე­ლით გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე დევ­ნილ­თა შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში) და მე­ო­რეს მხრივ, და­ა­ფიქ­სი­როს ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც იქ­ნა გა­დაგ­მუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად და მო­მა­ვალ­ში ასე­თი უარ­ყო­ფი­თი მიდ­გო­მის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის’’ , -აღ­ნიშ­ნუ­ლია მა­მუ­კა ჟღენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

კომენტარები