რუსთავის მერია

რუსთავს ახალი მერი ჰყავს

რუსთავის მერის თანამდებობა დეპუტატმა ლაშა მინდელმა დაიკავა. მან აღნიშნულ პოსტზე ზაქარია დარჩიაშვილი შეცვალა.

ქალაქის ახალი მერი ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ წარადგინა. როგორც ცნობილია, რუსთავის ყოფილი მერი ზაქარია დარჩიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც ახლადანიშნულმა მერმა აღნიშნა, ის, როგორც თავად რუსთაველი კარგად იცნობს რუსთაველების პრობლემებს და მთავარი პრიორიტეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმება იქნება.  

ლაშა მინდელს რუსთავის მერის პოსტი 1999-2001 წლებშიც ეკავა, რის შემდეგაც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. 2004 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, ხოლო 2008 წლიდან პარლამენტის დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან. 

კომენტარები